ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი შესაძლოა დააჯარიმონ
FaceBook
იმერეთის მხარის რწმუნებული, შავლეგ ტაბატაძე ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსების გამო შესაძლოა დააჯარიმონ.  

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვორვალობა – საქართველოს"  მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმერეთის გუბერნატორს 2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს ჩაწერილი, რომ მისი მეუღლე, ეკატერინე ბარბაქაძე შპს "ანსალთეს" 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. 





არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ  საჯარო სამსახურის ბიუროში გადაგზავნილია იმ პირთა მონაცემები, რომლებსაც
ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვთ შევსებული. 

"კვლევა გადავუგზავნეთ შესასწავლად საჯარო სამსახურის ბიუროს. მათ მიერ საქმის განხივლის  შემდეგ, შესაძლოა თანამდებობის პირები დააჯარიმონ ან გააფრთხილონ, გარემოების მიხედვით," – ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის კოორდინატორი ლელა მოწონელიძე.

საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელგუჯა მაკალათიას ინფორმაციით, დაჯარიმდება თუ არა იმერეთის გუბერნატორი შესაბამისი  ბიურო კვლევის შემოწმების დაწყებიდან სამ თვეში გახდება ცნობილი. 

რატომ არ მიუთითა დეკლარაციაში გუბერნატორმა მეუღლის ბიზნესაქმიანობის შესახებ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამაზე განმარტებას  შავლეგო   ტაბატაძე მოგვიანებით გააკეთებს. '

"საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველომ" იმერეთის მხარის რწმუნებულის გარდა, სხვა რეგიონის გუბერნატორებისა და მათი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციას შეისწავლა. 

კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში.

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის კიხედვით,  საჯარო პირი ვალდებულია მიუთითოს მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებული უძრავ მოძრავი იქნება. ამავე დოკუმენტის თანახმად, დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის 1000 ლარით ჯარიმდება.





Print