ახალი ამბები
15 იანვრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება
FaceBook
დღეიდან სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში შეყვანა სავალდებულო ხდება.
ამას ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე ეს ეხება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელია.

2020 წლის პირველი იანვრიდან კი ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ვალდებული ხდება, EHR სისტემაში ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეიყვანოს.

სისტემაში თავს მოიყრის შემდეგი სახის ინფორმაცია: მონაცემები ჰოსპიტალიზაციის თითოეული ეპიზოდის და ამბულატორიული ვიზიტის შესახებ; პროფილაქტიკური აცრების მონაცემები: ვაქცინაციის დასახელება და აცრების ცხრილი, ვაქცინაზე რეაქცია, უკუჩვენება; C ჰეპატიტის სკრინინგის თარიღი და შედეგი; ორსულობის საერთო რაოდენობა; მშობიარობის საერთო რაოდენობა; ბოლო ორსულობის/მშობიარობის თარიღი და სხვა.

EHR სისტემაში სამედიცინო ჩანაწერები ინახება პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში.
Print