ახალი ამბები
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა იანვრიდან დაიწყება
FaceBook
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდან დაიწყება. 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები სამთავრობო კომისიის სხდომაზე დღეს დაამტკიცეს. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები უფრო ეეფქტური იქნება. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ტექნიკით წამლობის  არეალი გაფართოვდება, ფერმერები ინფორმაციას ამა თუ იმ დღეს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ.

კომისიის სხდომაზე  ასევე,  შეაჯამეს   გასული წლის განმავლობაში მა მიზნით  განხორციელებული სამუშაები. სხდომაზე აღინიშნა, რომ გაწეული ძალისხმევის შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა. 

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ამ პროცესში რეგიონებთან აქტიურ კოორდინაციას, რასაც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში,  სოზარ სუბარი უზრუნველყოფს.
Print
თეგები: #ფაროსანა