ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთსა და მათ შორის დასავლეთ საქართველოში 14 და 15 იანვარს თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით, დაახლოებით, 11-160 იქნება, ღამით 1-6.

"ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საღამოს საათებში ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება და იქროლებს 20-დან 25 მეტრ წამამდე. ქარი 16 იანვრამდე შენარჩუნდება და უმეტეს რაიონებში გაწვიმდება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

ცივი ამინდი 18 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება. 19-დან კი გამოიდარებს. უნალექო ამინდი 21 იანვრამდე შენარჩუნდება.


Print