ახალი ამბები
„ქუთაისის მერიამ მიიღოს ზომები თეთრ ხიდზე, ვიდრე ფატალური შედეგი დადგება“
FaceBook
"ევროპა ჩვენი სახლია" თეთრ ხიდზე მინის საფარის სრულად გადაკეტვას ითხოვს.
მათი თქმით, მხოლოდ იმ ადგილის შემოღობვა, სადაც ორი კვირის წინ მინა დაზიანდა, საკმარისი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს მინის ფილებზე სტიკერები გააკრეს ორენოვანი წარწერით, რომლითაც მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ხიდზე გადასვლა სახიფათოა.

ისინი ქუთაისის მერიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომებს პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იღებდეს და არა ისინი.

"ეს არის უპასუხისმგებლობის ზეიმი. ნებისმიერ დროს აქ გადაადგილება, შესაძლოა,  ფატალურად დასრულდეს. ორი კვირა გავიდა რაც მინა დაზიანდა და ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი უსაფრთხოა თუ არა ხიდზე გადაადგილება. მერიამ ხიდის მხოლოდ ერთი მონაკვეთი შემოსაზღვრა, მაშინ, როცა ყველგან, სადაც მინის საფარია, მოძრაობა სახიფათოა. მართლა რომ მოხდეს რამე და ჩავარდეს აქ ადამიანი, მერე რა იქნება? ჩავარდნილ პროექტს ადამიანებიც ხომ არ უნდა უნდა მივაყოლოთ? მოვუწოდებთ მერიას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები და ხიდზე გადაკეტოს ყველა ის მონაკვეთი, სადაც მინის საფარია", – ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, გია გოქაძე.

თეთრ ხიდზე გახსნიდან ორ თვეში მინის საფარი დაზიანდა. მერიაში პირველივე დღეს განაცხადეს, რომ დიდი ალბათობით მინა გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანდა. მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე უცნობია რა გახდა მინის დაბზარვის მიზეზი. როგორც შსს–ში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, ამოღებულია კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება.

თეთრი ხიდი 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ორ დღეში  ხიდზე ლითონის ფილები დაზიანდა. 

ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუსს", რომელმაც ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ხარვეზების გამოსასწორებლად კი ტენდერს განმეორებით გამოაცხადებს. 


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს

თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს

სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა

უთაისის მერია კომპანიისგან, რომელმაც თეთრ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, 189 000 ლარს ითხოვს




Print
თეგები: #თეთრი ხიდი