ახალი ამბები
12 იანვრიდან „ტამიფლუ“ პაციენტებზე უფასოდ გაიცემა
FaceBook
ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ფორმა 100-ის ან რეცეპტის საფუძველზე უფასოდ გაიცემა. მედიკამენტის გაცემის უფლება დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, ექიმსაც ექნება.

აქამდე "ტამიფლუ" უფასოდ მხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის იყო უფასოდ ხელმისაწვმდომი.

მთავრობის ინიციატივა საზოგადოებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო გააცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში ჩართვის შეთავაზება გაუკეთდებათ სააფთიაქო ქსელებსაც და სახელმწიფო მათ მარაგს შესასყიდ ფასში გამოისყიდის. შესაბამისად, პაციენტები "ტამიფლუს" უფასოდ მიღებას აფთიაქებშიც შეძლებენ.

Print
თეგები: #ტამიფლუ