ახალი ამბები
ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
სამედიცინო კორპორაცია  "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ,  რომ ლაბორატორული კვლევებით  დადასტურებულია, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი გახდა. 

როგორც  "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი ნიორაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. მას კლინიკაში შეყვანის მომენტში სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, რის გამოც გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, თუმცა, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პაციენტი გუშინ ღამით გარდაიცვალა.

Print
თეგები: #H1N1