ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრში ორსართულიანი ეკლესიის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანთან ორსართულიანი ეკლესიის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია როგორც ეკლესიის შიგნით, ასევე, გარე ფასადზე.

ადგილზე ახლა მხოლოდ  ბოლო დეტალები სრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

როდის გაიხსნება ეკლესია, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ქალაქის ცენტრში ორსართულიანი ეკლესიის  პირველი სართული ბაგრატ მეფის, ხოლო, მეორე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის იქნება.

ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" უკან, 740 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკონომიკის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.

ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.
Print