ახალი ამბები
მღრღნელების "შემოსევა" ქუთაისის ყოფილი ციხიდან
FaceBook
აღნიშნული პრომლების შესახებ, მალანიას ქუჩის მცხოვრებლებმა "ქუთაისიპოსტს" მომართეს.


ქუთაისში, ზაზა მალანიას ქუჩაზე, სადაც ადრე ციხე იყო, ადგილობრივი მაცხოვრებლები მღერღნელების "შემოსევას" უჩივიან. აღნიშნული პრომლების შესახებ, მალანიას ქუჩის მცხოვრებლებმა "ქუთაისიპოსტს" მომართეს.
ადგილობრვების განმარტებით, მღრღნლების მომრავლება ყოფილი ციხის ეზოს მოუვლელობამ გამოიწვია.  
"იმდენად მოუვლელია ციხის შენობა და ეზოც, რომ თუკი რამე არის მღრღნელი ალაბთ, ყველაფერი იქ ბინადრობს. აქამდე თუკი ქუჩაში და სახლების წინ დარბოდნენ, ახლა სახლებშიც გვივარდებიან. უკვე 27 თაგვი გყვავს მოკლული. აღარ შეგვიძლია გაჩერება. იქნებ მოგვაქციოს მერიამ ყურადღება", - ამბობს ზაზა მალანიას ქუჩის მკვიდრი მედეა კუჭავა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ყოფილი ციხის მიმდებარე ტერიტორია მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. რის გამოც, დასუფთავების უფლებაც არა ქვთ.
გ. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ციხის ყოფილი შენობა საუკუნეებს ითვლის. "ეს შენობა ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში აშენდა. თავდაპირველად სხვა დანიშნულების იყო. თუ როდის გახდა შენობა სასჯელაღსრულების დაწესებულება, ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით მე–20–ე საუკუნის დასაწყისიდან", – განმარტავს ციხის დარაჯი.
ციხე 2005 წელს, მას შემდეგ გაუქმდა რაც, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ახალი, #2–ე სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდა. ამდრომდე სწორედ, ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაში იყო გ. ტაბიძის ქუჩაზე არსებული ყოფილი საპატიმროს შენობა.
Print