ახალი ამბები
ქუთაისში, კლინიკა "მედიქალ სითიში"ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს
FaceBook
ქუთაისში , კლინიკა მედიქალ სითიში რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს - ამის შესახებ საავადმყოოს ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, დადასტურებული H1N1 შემთხვევა არ ფიქსირდება და ძირითადი დიაგნოზი A ტიპის ვირუსია.

ექიმის ინფორმაციით, ზოგადად მომართვიანობა ბოლო დღეებში არ გაზრდილა, თუმცა არასეზონურ პერიოდთან შედარებით მომართვიანობის მაჩვენებელმა ორჯერ მოიმატა.
Print