ახალი ამბები
ბაღდათის გზაზე ცხენთან შეჯახების შედეგად ოთხი ავტომანქანა დაზიანდა
FaceBook
ბაღდათი–ქუთაისის გზაზე, ვარციხეს დასახლებაში ავტომანქანა ცხენს დაეჯახა.
შეჯახებამ გზაზე მოძრავი ოთხი ავტომანქანაც დააზიანა. შეჯახების შედეგად ცხენი მოკვდა. ავტომაქანებში მყოფი პირები არ დაშავებულან. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც შსს–ში აცხადებენ, მომხდარზე საქმე სსკ–ის 125–ე მუხლით დაიწყო.

ცხენის პატრონი კი, იმის გამო, რომ ცხოველი ცენტრალურ მაგისტრალზე  გადაადგილდებოდა,  დაჯარიმდება. 




Print