ახალი ამბები
ხონში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა
FaceBook
ხონში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. შემთხვევა დღეს,  დილის საათებში მოხდა.  

"დაახლოებით, დილის 4 საათისთვის ნაძვის ხე იწვოდა, გამოძახებული გვყავდა შესაბამისი სამსახური. ცხადია,ნაძვის ხე ანთებული იყო, მაგრამ გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით დაუდგენელია", – განმარტავენ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურში.  

ხონის მთავარი  ნაძვის ხე ქალაქის ცენტრში, მუნიციპალიტეტის წინ იდგა.



მერიაში განმარტავენ,  რომ ხონში ახალ ნაძვის ხეს დადგამენ. 

Print