ახალი ამბები
შობის მახარობლები ქუთაისის ქუჩებში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა, ტრადიციულად დილიდან დაიწყეს. ანსამბლ ,,ნაი-ნაის" წევრები "ალილოს" სიმღერითა და ურმებით, რომლებზეც ნობათი შეგროვდა ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.



შობის მახარობლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და საშობაო ნობათი გადასცა.

შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ნობათი წყალწითელას მოხუცთა პანსიონატსა და სხავადასხვა დღის ცენტრებს გადაეცა.
Print