ახალი ამბები
"ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი " – შოთა მურღულია გუბერნატორად შესაძლო დანიშვნაზე
FaceBook
გუბერნატორის პოზიციაზე შავლეგო ტაბატაძე მუშაობს და ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი – განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში ქუთაისის ყოფილმა მერმა, შოთა მურღულიამ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის, შესაძლოა, იმერეთის გუბერნატორად დაინიშნოს.

"პირველ რიგში, მაგ პოზიციაზე ბატონი შავლეგო მუშაობს და ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი. ძალიან პოზიტიური განწყობა მაქვს მის მიმართ. ბუნებრივია, ამ თემაზე კონსულტაციებიც ვერ იქნებოდა. სანამ ადამიანი პოზიციაზეა მის თანამედბობაზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთება არაეთიკურად მიმაჩნია. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ შავლეგოს გუბერნატორის პოზიციაზე და ძალიან გამეხარდება მისი წარმატება", – განმარტა ქუთაისიპოსტთან საუბარში შოთა მურღულიამ.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქალაქს ყოფილ მერს გუბერნატორობა შესთავაზეს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციითვე, მმარტველ გუნდს პირობა წაუყენა, არნიშნულ პოზიციაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდება თუკი ქუთაისის მერი გიოგი ჭიღვარია აღარ იქნება.

რაც შეეხება, მოქმედ გუბერნატორს შავლეგო ტაბატაძეს, ძალოვან უყებაში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასული წელს გავრცელდა. თავად, გუბერნატორი კი ამ ინფორმაციას უარყოფს.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის 20 აგვისტორს დაინიშნა.

იგი 20 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2017 წლის ოქტომბერში მას გენერლის წოდება მიენიჭა. შავლეგო ტაბატაძე მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.


ამავე თემაზე


ბრუნდება თუ არა იმერეთის გუბერნატორი ძალოვან უწყებაში?
Print