ახალი ამბები
ქუთაისში, მიცვალებულების არევის გამო, ოჯახმა საავადმყოფოს შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში მცხოვრები სულაბერიძეების ოჯახი მიცვალებულების არევასთან დაკავშირებით , არ გამორიცხავს სასამართლოს მიმართოს.

გარდაცვლილის შვილის თქმით, იგი აპირებს მრავალპროფილური კლინიკა ,,მედიქალ სითის" ხელმძღვანელობას შეხვდეს და შესაძლოა სასამართლოშიც უჩივლოს. გარდაცვლილის შვილი ყვება , რომ ფაქტი ოჯახმა მიცვალებულის გაპატიოსნების შემდეგ აღმოაჩინა, მალევე დაადგინა კოორდინატები, რის შემდეგაც ხარაგაულში უკვე დაკრძალული მიცვალებული ამოასვენეს და წამოიყვანეს.

,,ხარაგაულში თავიდანვე უნახავთ ცხედარი და შეპარვიათ ეჭვი. გადაურეკავთ ექიმებთან და იმათ უთხრეს რაღაც გეშლებათო. არც მოუსმინეს ნორმალურად,მერე ტელეფონები საერთოდ გაუთიშიათ. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს მაინც დასაფლავება, როცა ეჭვი ეპარებოდათ, თან ჩვენი კოორდინატებიც ვერ დაუდგენიათ. როცა დაკრძალვის დღეს აღმოვაჩინეთ, რომ დედაჩემის ცხედარი არ იყო, დავრეკეთ ხარაგაულში და როცა ჩავედით, მიცვალებული უკვე ამოსვენებული დაგვახვედრეს. საავადმყოფოდან მარტო წამოვიყვანე გარდაცვლილი და ემოციური ფონის გამო დედაჩემის შეხედვა ვერ შევძელი. საავადმყოფოს პერსონალის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია რაც მოხდა" - განაცხადა მერაბ სულაბერიძემ.

Print