ახალი ამბები
მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი უფლებამოსილების შეჩერებაზე სარჩელს სასამართლოში შეიტანს
FaceBook
ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი, გოჩა ავალიანი, რომელსაც უფლებამოსილება  შეუჩერეს, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
"არანიარად არ ვეთანხმები არც დისციპლინური საქმის წარმოებას და არც უფლებამოსილების შეჩერებას. დისციპლინური წარმოება არის კონფიდენციალური, მაგრამ მე, ნებას ვრთავ დაინტერესებულ ჟურნალისტებს გამოითხოვონ თუ რას მედავებიან. სიმართლის დადგენას სასამართლოს გზით დავიწყებ. გავასაჩიბრებ როგორც  დისციპლინარულ გაფრთხილებას ასევე, უფლებამოსილების შეჩერებას ", – განუმარტა ქუთაისიპოსტს გოჩა ავალიანმა. 

ის ამბობს, რომ მერიის შესაბამისი კომისიისგან დისციპლინარული გაფრთხილება გასული წლის 25 დეკემბერს მიიღო, სადაც  ეწერა, რომ ის დეკემბრის დასაწყისში, სტიქიის დროს,  სამსახურში არ გამოცხადდა.  ავალიანის თქმით, დისციპლინური წარმოება გამოგონილი მიზეზებით 31 დეკემბერს დაიწყეს.


გოჩა ავალიანის  განმარტებით, ის სტიქიის დროს სამსახურში ორი დღე იმ მიზეზით არ გამოცხდდა, რომ ძლიერმა ქარმა მისი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა და მისი შეკეთებით იყო დაკავებული. 

"ამის შესახებ მერიაში ქონდათ ინფორმაცია. პირიქით,  მიუხედავად იმისა რომ სტიქიამ ჩემი სახლიც დააზიანა მერია არ შევაწუხე და ჩემი სახსხრებით ვაკეთებდი. აქ არის სხვა ამბავი, რომლის გახმოვანებისგან ამ ეტპაზე თავს შევიკავებ, რადგან მე მაქვს  გარკვეული პასუხისმგებლობა. თუმცა, მოვა დრო და ყველა ყველაფერს გაიგებს რაც ხდება ქუთაისის მერიაში", –   განმარტავს გოჩა ავალიანი. 

ქუთაისის მერია, აუდიტის განყოფილების უფროსის გოჩა ავალიანის საქმიანობას სწავლობს, რის გამოც, მას უფლებამოსილება შეჩერებული აქვს.

"ამდროისთვის შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, დეტალები შეგიძლიათ ოფიციალურად გამოითხოვოთ", - განუმარტეს ქუთაისიპოსტს მერიაში.

ქუთაისიპოსტი ავალიანის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ერთი თვის წერდა.თუმცა, მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში  აღნიშნული არ დაუდასტურებიათ, თუმცა, არც უარყვიათ.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის აუდიტის განყოფილების უფროსს უფლებამოსილება შეუჩერეს



Print