ახალი ამბები
ქუთაისის მერიის აუდიტის განყოფილების უფროსს უფლებამოსილება შეუჩერეს
FaceBook
ქუთაისის მერია, აუდიტის განყოფილების უფროსის გოჩა ავალიანის საქმიანობას სწავლობს, რის გამოც, მას უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს.

"ამდროისთვის შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, დეტალები შეგიძლიათ ოფიციალურად გამოითხოვოთ", - განუმარტეს ქუთაისიპოსტს მერიაში.

რის საფუძველზე მოხდა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ამის გასარკვევად თავად გოჩა ავალიანს დავუკავშირდით. თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ქუთაისიპოსტი ავალიანის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ერთი თვის წერდა. თუმცა, მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში  აღნიშნული არ დაუდასტურებიათ, თუმცა, არც უარყვიათ.

მერიაში რეორგანიზაცია გასული წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა და  28 თებერვალს უნდა დასრულდეს.





Print