ახალი ამბები
ლითონის ფილაზე საღებავი აიქერცლა – ახალი დაზიანებები თეთრ ხიდზე (ფოტო)
FaceBook
თეთრ ხიდზე ლითონის ფილაზე ლაქ–საღებავი აიქერცლა. ახალი დაზიანებები თითქმის ლითონის ყველა ფილაზე ფიქსირდება.







რეაბილიტირებული თეთრი ხიდი გასული წლის 3 ნოემბერს გაიხსნა. ხიდზე ლიტონის ფილები გახსნიდან  ორ დღეში დაზინდა. ლითონის გარდა დაზიანებული მინა, რომელზე ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო დაზიანებული ნაწილი შემოსაზღვრულია.

მერიაში განმარტავენ, რომ თეთრ ხიდთან დაკავშირებით, საქმე უკვე სასამართლოშია სწორედ აღნიშნული ხარვეზების გამო და კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის.




ქალაქის  მერმა წლის შემაჯამებელ ანგარიშში განაცხადა, რომ თეთრ ხიდზე ხარვეზების გამოსასწორებლად ტენდერი გამოცხადდება.
ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი გამოყო. სამუშაოები "ალმა რუსმა"შეასრულა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.

Print