ახალი ამბები
ბავშვის აცრების შესახებ სკოლაში ცნობის წარდგენა სავალდებულო გახდება
FaceBook
ბავშვის აცრების შესახებ სკოლაში ცნობის წარდგენა სავალდებულო გახდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძემ "ინტერპესნიუსს" განუცხადა.

"ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ კანონში ჩადო მაგალითად, ჯარიმები, სკოლაში არდაშვება და ა.შ. ამ სავალდებულოობას ძირითადად, მოქალაქეების მეტად განათლებისა და პასუხისმგებლობის მომატების ფუნქცია აქვს. 5 წლის ასაკში ჩვენი კალენდრით ძირითადი აცრები სრულდება და ბავშვი სკოლაში რომ შედის, აუცილებელი იქნება ცნობის წარდგენა, რომ აცრილია ყველა იმ ანტიგენზე, რომელსაც ჩვენი ქართული, ეროვნული კალენდარი გულისხმობს და თუ არ არის, მაშინ მშობელს ახსნა-განმარტებით მუშაობას ჩაუტარებენ და მისცემენ 6 თვის ვადას, რომ ბავშვი აცრას",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება. ასევე, სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

interpressnews.ge
Print