ახალი ამბები
28-29 ივლისს იმერეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
FaceBook
მიმდინარე წლის 28-29 ივლისს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:


ქუთაისი. 28 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "წყალწითელაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აღნიშნული ქვესადგურის მომხმარებლებს სოლომონ პირველის, სოლომონ მეორეს, კლდიაშვილის, ევდოშვილის, ჯორჯიაშვილის, მოსკოვის, წმ. სამების ქუჩებზე, აგრეთვე თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში.

ხონი. 28 ივლისს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ "ღანირზე" დაგეგმილი გაჩეხვითი სამუშაოების გამო 12:00-15:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგურები "ხონი 1" და "ხონი 2", საიდანაც ელენერგია მიეწოდება ხონის მუნიციპალიტეტს. აღნიშნულის გამო მითითებულ დროს ძაბვა შეუწყდება ქ. ხონს და ხონის რაიონის სოფლებს.

ხარაგაული. მ/ძ ქვესადგურში "მარელისი წევა" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 28 ივლისს 12:00-15:00 საათამდე გაითიშებიან აღნიშნული ქვესადგურის მომხმარებლები ხარაგაულის რაიონის სოფლებში ლეღვანი, დიდვაკე, მარელისი, ვანი, ზარანი, საღანძილე, სხლითი, ჩხერი.

ტყიბული. მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ორპირში" დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ივლისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული ქვესადგურის მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ორპირი, გელათი, მოწამეთა, კურსები, ქვედა ჭყეპი, ციხია, მანდიკორი, შუყერი, ლაფეთი, ჯონია, გურნა, ოჯოლა, ჯვარისა, ლაშია, კითხიჯი, ლეყერეთი, ჯონია, ურსები, ნაბოსლევი.

"ამავე დროს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ "ოკრიბას" რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამორტიზებული ხის საყრდენის შეცვლა ლითონის ანძით, რის გამოც აღნიშნულ ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურების "ხრესილისა" და ხრესილი-წევას" მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური."- აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალში
Print