ახალი ამბები
ქუთაისელი 8 წლის მხატვრის გამოფენა–გაყიდვა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერიისა და სასტუმრო ,,Best Western Kutaisi -ის მხარდაჭერით სასტუმრო ,,ბესთ ვესტერნში" პატარა ქუთაისელი მხატვრის, ვან- გეგას გამოფენა გაყიდვა გაიმართა.



გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გეგას 45-ამდე ნამუშევარი. რომელიც სხვადასხვა ჟანრშია შესრულებული.


ფოტო:თეონა ჭეიშვილი


კომპანიებთან და მოქალაქებთან ერთად 8 წლის მხატვრის ნახატები ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმაც შეიძინეს.

შეგახსენებთ, რომ ვან-გეგა საქართველოს მასშტაბით 9 კონკურსის გამარჯვებულია, ის ასევე პირველად მოხვდა, ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს გლობალურ კონკურსზე toyota dream car art მსოფლიო ათეულში.

მისი ნამუშევარი 650 000 ნახატიდან შეირჩა და საუკეთესო მოტივირებულ მხატვრულ ნაშრომად დასახელდა. გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო ხატავდა ანიმაციის გმირებს და რელიგიურ პერსონაჟებს. ბოლო პერიოდში გატაცებულია, კუბიზმით , აბსტრაქციით , ავანგარდით, ხატავს ფანქარში, აკრილში, ზეთში .
Print