ახალი ამბები
ქუთაისის მერის ანგარიში შეკითხვების დასმის შესაძლებლობის გარეშე
FaceBook
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მედიას წლის ანგარიში წარუდგინა, თუმცა, ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ჟურნალისტებს ქალაქის მერისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცა.
გიორგი ჭიღვარიამ წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, აქცენტი გაკეთდა სკეიტ–პარკის მოწყობასა და თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე. თეთრ ხიდზე საუბრისას მერმა განაცხადა, რომ ხიდზე სამუშაოები ხარვეზებით ჩატარდა, რაზეც ექსპერტიზა დაინიშნება, ხარვეზების აღსადგენად კი ახალი ტენდერი გამოცხადდება.

მერიის ინფორმაციით, 2018 წელს დასრულდა141 ობიექტი, რასაც ჯამში 5 600 000 ლარი მოხმარდა.


წლის შეჯამების შემდეგ მერს შეფასებები არ გაუკეთებია. მას პოზიცია არ დაუფიქსირებია არც ქალაქიდან პარლამენტის გადატანის შესახებ.






Print