ახალი ამბები
თეთრ ხიდზე ხარვეზების გამოსასწორებლად ტენდერი გამოცხადდება
FaceBook
ქუთაისის მერია თეთრ ხიდზე  ხარვეზების გამოსასწორებლად  ტენდერს გამოაცხადებს.
ამის შესახებ ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ წლის ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

"არ მინდა წინასაწარ ვისაუბრო იმ ხარვეზებზე, რასაც ექსპერტიზა დადებს. კომპანიამ 6 ლარიანი საღებავით გადაღება ფილები. გაჟღერდა რომ თითქოსდა ჩვენ ვასოცირდებით ამ კომპანიასთან, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს. ჩატარდება ექსპერტიზა და ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი",- განაცხადა ქალაქის მერმა.

ვიცე–მერის, იუზა უგულავას თქმით, ხარვეზების აღდგენისთვის საჭირო თანხა არ გაცდება პირველი ტენდერის საწყის ღირებულებას.

ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი გამოყო. სამუშაოები "ალმა რუსმა"შეასრულა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.

მერიასა და კომპნიას შორის ხელშეკრულება გასული წლის 24 მაისს 435 997 ლარზე გაფორმდა. მერიაში განმარტავენ, რომ "ალმა რუსს" 290 000 ლარი დაურიცხეს.

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ხუთვიანი ლოდინის შემდეგ ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა.

ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუსს", რომელმაც თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.



ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს

თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს

სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა
Print