ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ეკლესიის შემოსაღობად ბიუჯეტიდან 18 ათასი ლარი გამოყო
FaceBook
ქუთაისის მერიამ გუმათის ტერიტორიულ ორგანოში მდებარე ეკლესიის შემოღობვის სამუშაოებისთვის 17 984 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გუმათის
ტერიტორიულ ორგანოში მდებარე ეკლესიის შემოღობვის სამუშაოები.
ბეტონის კედლის და ლითნის ჭედური ჭიშკრის მოწყობა - ამ და სხვა სამუშაოების განხორციელება ტენდერში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 5 აგვისტოს იწყება, რომელიც 10 აგვისტოს დასრულდება.
Print