ახალი ამბები
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ქუთაისში
FaceBook
29 დეკემბერს, ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში"  გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" საახალწლო ბაზრობას გამართავს. მკითხველს საშუალება ექნება 7 ახალ გამოცემას გაეცნოს. ბუნებრივია, წარმოდგენლი იქნება ცნობილი სერიები : "უკვდავი ბიბლიოთეკა", რომელიც კლასიკურ, აქამდე უთარგმნელ წიგნებს აერთიანებს.

"ფანტასტიკური ბიბლიოთეკა", სადაც მკითხველი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის როგორც კლასიკად აღიარებულ, ისე უახლეს ნაწარმოებებს შეხვდება. სერია "აღმოსავლური ბიბლიოთეკა", რომელიც აღმოსავლელ ავტორებსა და კულტურას აცნობს და ახალი სერია-"საკუთარი ოთახი"- აქ, ქალი ავტორების მნიშვნელოვან ნაწარმოებებია თავმოყრილი.

სპეციალური შეთავაზებები იქნება როგორც ძველ, ისე ახალ გამოცემებზე. წიგნებზე 35-50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ბაზრობა 11:00 სთ-ზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.
ახალი გამოცემების ჩამონათვალი ასეთია :
"ოპერის მოჩვენება" - გასტონ ლერუ
"დედის რძე" -ნორა იკსტენა

"პორნოგრაფია"- ვიტოლდ გომბროვიჩი
"ქმრის საიდუმლო"- ლიან მორიარტი
"შენი ცხოვრების ამბები" - ტედ ჩანი
"აჩრდილებით სავსე თავი" - ქმრისპოლ ტრემბლეი
" ნისლქმნილი : აღზევების წყარო" - ბრენდონ სანდერსონი

Print