ახალი ამბები
დღეს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე აინთება
FaceBook
ქუთაისის მთავარ ნაძვის ხეს 28 დეკემბერს, საზეიმოდ აანთებენ. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. საცდელ რეჟიმში ნაძვის ხე რამდენჯერმე გაანათეს.

მთავარი საახალწლო ატრიბუტის  საზეიმოდ ანთება 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და მუსიკალურად გააფორმებს გორის ქალთა კამერული გუნდი.

წელს ქალაქი ისევ ძველი ნაძვის ხით შეხვდება, თუმცა, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ  მთავარი საახალწლო ატრიბუტი  ახალი დეკორაციებით გააწყვეს.

ქალაქის ქუჩებში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი უკვე დასრულებულია.  ცენტრალურ ქუჩებში მერიამ შარშან შეძენილი განათებები და აქსესუარები დაამონტაჟა.

ნაძვის ხე დაიდგა ქალაქში არსებულ ყველა უსაფრთხოების კუნძულზე. 

წელს საახალწლო სამზადისისთვის მერია 100 000 ლარს ხარჯავს.

ქუთაისში საახალწლო მორთულობა ადგილობრივთა და ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა, თუმცა, ქუთაისის მერიამ განაცხადა, რომ მათ უარი თქვეს ახალი განათების შეძენაზე და საახალწლო ღონისძიბებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი, 30 000 ლარი ერთ–ერთ დღის ცენტრს, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის გადაურიცხეს. 

როგორია საახალწლოდ მორთული ქუთაისი, ვიდეო ნახეთ აქ.

ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)
Print