ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე - 2018 წელს ქვეყანას შეემატა ათეულობით კილომეტრი თანამედროვე გზა, ხიდები, გვირაბები
FaceBook
2019 წელს ინფრასტრუქტურული განვითარება დარჩება პრიორიტეტულ მიმართულებად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმამამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"2018 წელს ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ქვეყანას შეემატა ათეულობით კილომეტრი თანამედროვე გზა, ხიდები, გვირაბები, საერთაშორისო სტანდარტის საბაგიროები, აშენდა ბაღები და სკოლები. რა თქმა უნდა, 2019 წელს ინფრასტრუქტურული განვითარება დარჩება პრიორიტეტულ მიმართულებად და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ჩვენ ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს გავხსნით", - განაცხადა ბახტაძემ.

www.interpressnews.ge
Print