ახალი ამბები
გია ვოლსკი - ქუთაისს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით
FaceBook
ამ ქალაქს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით. ეს პარლამენტის შენობა იქნება იმ პატრონის ხელში, რომელიც არამარტო მიხედავს, არამედ გარკვეულ პრინციპებს გააძლიერებს მთელ იმერეთის მხარეს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი ბოლო პლენარულ სხდომას მართავს.

"ჩვენს საყვარელ ქალაქში ვიცხოვრეთ გარკვეული პერიოდი და ამ ქალაქს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით. ეს არის სატრანსპორტო ცენტრი, ეს იქნება განათლების ცენტრი და შენობას გამოუჩნდება ღირსეული პატრონი, რომელიც არ მიატოვებს.

ეს ქალაქი იქნება მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, სატრანსპორტო ცენტრი. ეს შენობა იქნება იმ პატრონის ხელში, რომელიც არამარტო მიხედავს, არამედ გარკვეულ პრინციპებს გააძლიერებს მთელი იმერეთის მხარეს. ეს გადაწყვეტილება უსწრებდა წინ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია თბილისში წასვლა, სადაც ყოველდღე უნდა მოვიდეს მთავრობის წევრი, ყოველდღე უნდა იყოს შეხვედრები უცხოურ მისიებთან და დელეგაციებთან",- განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ქუთაისის შენობაში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარეობს.

წყარო: www.interpressnews.ge
Print