ახალი ამბები
„უპრეცედენტო ბიუჯეტი გვაქვს“ - ქუთაისის მერი
FaceBook
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია 2019 წლის ბიუჯეტს უპრეცედენტოს უწოდებს.
მისი თქმით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ყველა მიმართულებით არის გაზრდილი.

"ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს. განსაკუთრებით აღვნიშნავ სოციალურ მიმართულებას, რომელიც 600 000 ლარით გაიზარდა, ინფრასტრუქტურა – 9 800 000 ლარია. წლის ბოლოს დაზუსტებისა და ტრანსფერების შემდეგ ჩვენი ბიუჯეტი 70 მილიონს გადაცდება და ეს არის უპრეცედენტო. ქალაქს ამხელა ბიუჯეტი არ ჰქონია. ეს არის ჩვენი წარმატება", – ამბობს გიორგი ჭიღვარია.

ქალაქი მერისგან განსხვავებით, მომავალი წლის ბიუჯეტს არაეფექტურს უწოდებს ოპოზიცია. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აღმასრულებელი დღეს წარმომადგენლობითი ხარჯების გაზრდაში დაადანაშაულეს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ბიუჯეტის 44%–ზე მეტს წარმომადგენლობით ხარჯები შეადგენს და ის ქალაქის რეალურ საჭიროებაზე მორგებული არ არის.

ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებული მოცულობა 54 922 000 ლარია.

Print