ახალი ამბები
კიევში ქუთაისელი ფოტოგრაფების გამოფენას ქუთაისელი ჩინოსნები დაესწრნენ
FaceBook
ღონისძიება დავით დვალმა და მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ გახსნეს.

უკრაინის დედაქალაქ კიევში „ჟჯულიანის“ საერთაშორისო აეროპორტში ფოტოგამოფენა სახელწოდებით “საქართველო, ქუთაისი - უნდა ნახო!” გაიხსნა.
გამოფენა, საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ გახსნეს. ფოტოგამოფენა ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ყანჩელი, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი სარიშვილი. ღონისძიებას ასევე დასწრენენ ავიაკომპანიაYanAir-ის გენერალური დირექტორი იაროსლავ აგაფონოვი და «Мастер-Авиа»-ისგენერალური დირექტორი ალეკსეი იაკოვეცი დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა 3 ქუთაისელი ფოტოგრაფის: ლევან ლექვინაძის, დათო მირზაშვილის და არჩილ გეგენავას ნამუშევრები, რომელიც ძირითადად გადაღებულია ქუთაისსა და მის შემოგარენში.ფოტოგამოფენის მიზანია ხელიშეუწყოს ტურიზმის განვითარებას საქართველოში და უკრაინიდან ქუთაისის მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს.
გამოფენის მხარდამჭერები არიან, საქართველოს საელჩო უკრაინაში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, ავიაკომპანია YanAir, კიევის, "ჯულიანის" აეროპორტი.



Print