ახალი ამბები
რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ იმერეთის რაიონებში –პროგრამა
FaceBook

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ  რეგიონის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებების გზამკვლევი გამოაქვეყნა.

გასართობი ღონისძიებები იმერეთის ყველა რაიონშია დაგეგმილი.

ნახეთ, რას გთავაზობთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახალი წლის  დღეებში.

31 დეკემბერი

12:00 საათი – მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა

13:00 საათი – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა კოსტუმირებული მსვლელობა, საახალწლო პერფომანსი და დრამების შოუ

17:00 საათი – თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეჯლისო ცეკვების პერფომანსი და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი დავით ალადაშვილის შესრულებით

22:00 საათი – გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე. მონაწილეობენ: რობი კუხიანიძე & "აუთსაიდერი" ქეთათო ჩარკვიანი, ლუკა ზაქარიაძე, ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები DJ Tade DJ Kura DJ Zurkin

1 იანვარი

14:00 საათი – ქუთაისის კულტურის ცენტრში ნიღბების თეატრის წარმოდგენა

2 იანვარი

13:00 საათი – ქუთაისის კულტურის ცენტრში ნიღბების თეატრის წარმოდგენა

15:00 საათი – ქუთაისის კულტურის ცენტრში ნიღბების თეატრის წარმოდგენა

16:00 საათი – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში საახალწლო საბავშვო კონცერტი

3 იანვარი
13:00 საათი – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში თოჯინების თეატრის წარმოდგენა

 

თერჯოლა

31 დეკემბერი

19:00 საათი – თერჯოლის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გალა კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით

ზესტაფონი

31 დეკემბერი

21:00 საათი – ზესტაფონის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გალა კონცერტი ადგილობრივი მომღერლების მონაწილეობით

 

წყალტუბო

1 იანვარი

14:00 საათი – საახალწლო ზღაპარი საკონცერტო დარბაზში ,,ივერია“

9 იანვარი

14:00 საათი – ქუთაისის ნიღბების თეატრის წარმოდგენა საკონცერტო დარბაზში ,,ივერია“

 

ხონი

31 დეკემბერი

22:00 საათი – გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით

 

ვანი

31 დეკემბერი

23:00 საათი – საახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით

 

საჩხერე

29 დეკემბერი

14:00 საათი – კულტურის ცენტრში გაიმართება კონკურსი ,,ჩემი საახალწლო ნაძვის ხე“ და გამოვლინდება გამარჯვებული

17:00 საათი – კულტურის ცენტრში წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოვება

 

31 დეკემბერი

20:00 საათი – სოციალური აქცია

 

ხარაგაული

30 დეკემბერი

13:00 საათი – მთავარ ნაძვისხესთან ზღაპრის გმირების საახალწლო შეხვედრა ბავშვებთან

31 დეკემბერი

19:00 საათი – ჯგუფი ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე

 

ტყიბული

31 დეკემბერი

20:00 საათი – გალა კონცერტი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე

 

სამტრედია

31 დეკემბერი

16:00 საათი – სამტრედიის ქუჩებში მოეწყობა ანიმაციური პერსონაჟებისა და თოვლის ბაბუის მსვლელობა. ასევე გაიმართება ფლეშმობი

23:00 საათი – საახალწლო გალა კონცერტი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე

 

ჭიათურა

31 დეკემბერი

20:00 საათი – გალა კონცერტი კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე

 

ბაღდათი

31 დეკემბერი

22:00 საათი–როკ ჯგუფის ,,Resistance" კონცერტი ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე

1 იანვარი

13:00 საათი – კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი ,,ჯადოსნური სიზმარი“

2 იანვარი

13:00 საათი – მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის საზეიმო კონცერტი

 

 

 

Print