ახალი ამბები
ქურდობა ხონში – წაღებულია სპორტული ტანსაცმელი და 16 ლარი
FaceBook
ხონის რაიონის სოფელ გუბში ორი ოჯახი გაქურდეს. ადგილობრივების თქმით, წაღებულია სპორტული ტანსაცმელი, ტელევიზორები, ბოტასები და 16 ლარი.
გუბში მცხოვრებლების თქმით, მესამე ოჯახშიც შევიდნენ, თუმცა,  რამის  წაღება ვერ მოასწრეს , რადაგან ოჯახის წევრებმა ხმაური გაიგეს.

"ერთი ბიჭი იყო, მაღალი,  გამხდარი, ხმაურზე რომ გამოვედით გაიქცა", – ამბობენ ადგილობრივები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 177ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.



Print