ახალი ამბები
ქუთაისში სოციალურად დაუცველ 766 ოჯახს ფულადი დახმარების მიღება შეუჩერეს
FaceBook
დეკლარაციაში მითითებული იქნება თუ რა მასალისგან არის გაკეთებული იატაკი. ასევე, რამდენს შეადგენს საცხოვრებელი ფართი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ოდენობა.

ქუთაისში, სოციალურად დაუცველ 766 ოჯახს მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ფულადი დახმარების მიღება შეუჩერეს. ამდროისთვის ფულად შემწეობას 3 472 ოჯახი იღებს. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში ქუთაისში მცხოვრები 16 900 ოჯახია რეგისტრირებული.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ დახმარების შეჩერების მიზეზი მიმღები ოჯახების ყოველთვიური შემოწმაბაა, რაც დინამიური პროცესია და საგანგაში არ არის.
შემოწმების შედეგად ახალი ქულების მინიჭებას ერთი თვე სჭირდება, ასევე 30 კალენდარული დღე არის საჭირო ქულების მიღებიდან ფულადი დახმარების დანიშვნამდე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ სააგენტოში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დახმარების მიმღებ ოჯახებს ახალი მეთოდოლოგიით ამოწმებენ. ახალი წესის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მანამ მიდიან და ავსებენ დახმარების მიმღები ოჯახის დეკლარაციას, ვიდრე ფულადი დახმარების მიღება შეუჩერდება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ბენეფიციარი ვალდებულია სააგენტოს თავად აცნობოს ოჯახში რაიმე ტიპის ცვლილებაზე. საუბარია, ოჯახში ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაზე. იმ შემთხვევაში თუკი დაფიქსირდება, რომ დახმარების მიმღები ოჯახის რომელიმე წევრმა ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა, მაშინ მას დახამრების მიღება შეუწყდება და სოციალური მომსახურების ბაზაში დარეგისტრირება ერთი წლით ეკრძალება.
გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოში ცვლილებია ბენეფიციარისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ადრე თუკი ყურადღება ექცეოდა ოჯახში ტექნიკას, ცვლილების შედეგად, ამას ყურადღება აღარ ექცევა. სამაგიეროდ, დეკლარაციაში მითითებული იქნება, თუ რა მასალისგან არის გაკეთებული იატაკი. ასევე, რამდენს შეადგენს საცხოვრებელი ფართი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ოდენობა. იატაკის რა მასალა ან რა ოდენობით გადახდილი კომუნალური გადასახები იმოქმედებს ურაყოფითად ან დადებითად სარეიტინგო ქულების მინიჭიებაზე, ამაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში პასუხი არ აქვთ.
სხვადასხვა სარეიტინგო ქულა კი სხვადასხვა ფულად დახმარებას ითვალისწინებს.
კერძოდ, 30 000-მდე ქულის მინიჭების შემთხვევაში ოჯახის თითოეულ წევრზე 60-60 ლარია გათვალისწინებული, 30 000-დან 57 000-მდე ქულის შემთხვევაში ოჯახის თითო წევრზე 50 ლარი, გარდა ამისა, დახმარების ოდენობას თითოეულ არასრუწლოვან ბავშვზე 10 ლარი ემატება. 40 ლარი და ბავშვზე დამატებით 10 ლარია გათვალისწინებული 57 000-დან 60 000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის. 60 000-დან 65 000 ქულამდე კი, 30 ლარის დახმარების გაცემას ითვალიწინებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთოის რეგიონში სულ 94 000 ოჯახი ჰყავს რეგისტრირებული, აქედან, დახმარების მიმღები ამ დროის მონაცემებით 22 400 ოჯახია.

თეკლე მორგოშია

Print