ახალი ამბები
მერია, კომპანიას, რომელმაც თეთრ ხიდზე ქვები მიიტანა, სასამართლოში უჩივის
FaceBook
მიმდინარე წლის 5 დეკემბერს,  თეთრ ხიდზე მიტანილი ქვების გამო, ქუთაისის მერია სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ალმა რუსს" სასამართლოში უჩივის.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით,  საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. დაჯარიმდება თუ არა კომპანია, ამას  სასამართლო გადაწყვეტს. 

შესაძლო დაჯარიმების შესახებ უკვე იციან "ალმა რუსში".  

"ცხრა იანვარს არის პირველი მოსმენა სასამართლოში და ვფიქრობ, იმ დღესვე 
გამოცხადდება გადაწყვეტილება. დაველოდები  რას გამოაცხადებს მოსამართლე", - ამბობს კომპანია "ალმა რუსის" ხელმძღვანელი, ზურაბ ყურუა. 

13 ქვა  თეთრ ხიდზე სამი კვირის წინ  მიიტანეს. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მათ ამით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულეს, თუმცა, ქუთაისის მერიაში ამბობდნენ, რომ  "ალმა რუსისთვის" მსგავსი დავალება არ მიუციათ და კომპანიამ ქვები ხიდზე თვითნებურად მიიტანა.  მერიის შესაბამისმა სამსახურმა ხიდზე დაწყობილი 13 ქვა რამდენიმე საათში აიღო და მერიის  საწყობში გადაიტანა. 

თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, სამ ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასში 445 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსმა" შეასრულა.


ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი

ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს

თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს

სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა
Print