ახალი ამბები
ოლიმპიური ფესტივალის გახსნის პარალელურად, მცირე ღონისძიება ქუთაისშიც გაიმართება
FaceBook
ღონისძიება ქუთაისში, ოპერის თეატრის წინ 20 სთ-ზე დაიწყება.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის პარალელურად, ქუთაისში, ოპერის თეატრის წინ, მცირე საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მონაწილეები და სტუმრები ოლიმპიადისადმი თავიანთ მხარდაჭრას გამოხატავენ და ოლიმპიადაში მონაწილე 14-დან 18 წლამდე ქუთაისელ სპორტსმენებს წარმტებებს უსურვებენ.
ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსიპედი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი,ხელბურთი, კალათბურთი - ეს არის სპორტის სახეობები, რომელიც ფესტივალის პროგრამითაა გათვალისწინებული.
თბილისში გამართულ XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, კონტინენტის 50 ქვეყნიდან ჩამოსულ სპორტსმენებთან ერთად, ქუთაისელი ახალგაზდებიც იასპარეზებენ.
Print