ახალი ამბები
ქუთაისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
FaceBook
ქუთაისში, საერთო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია შეხვდა.

ის ადგილზე ვიცე-მერთან იმყოფებოდა და ბინის გარეშე დარჩენილებს დახმარებას დაჰპირდა. მერის განცხადებით, დაზარალებული ოჯახების ადგილიდან გაყვანა დღესვე მოხდება.

"უკვე დაიწყო ოჯახების სულადობის დათვლა, რათა დროებით ქირით იცხოვრონ. შემდეგ უკვე მოხდება მდგომარეობას შესწავლა და ამის მიხედვით გადაწყდება ოჯახების ბინით დაკმაყოფილების საკითხი", - ამბობს გიორგი ჭიღვარია. 

საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი  24 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. დაიწვა კორპუსის 200 კვმ სახურავი. ხანძრის შედეგად 10–მდე ოჯახი ბინის გარეშე დარჩა.


Print