ახალი ამბები
ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგები (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ორსართულიანი საერთო საცხოვრებელი კორპუსის 200 კვმ  სახურავი დაიწვა. ხანძრის შედეგად 10–მდე ოჯახი ბინის გარეშე დარჩა.



ცეცხლი ერთ ოთახში გაჩნდა, შემდეგ კი ჭერს მოედო. მეხანძრეებმა შეძლეს გადაერჩინათ მოხუცი, რომელიც ცეცხლწაკიდებულ ოთახში იწვა. კორპუსში ათი ოჯახი ცხოვრობს და აქ მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყალმა მთლიანად დაასველა მათი ოთახები და ღამის გასათევი აღარ აქვთ. ისინი მერიას თხოვნით მიმართავენ დროებითი საცხოვრებელუი ფართი გამოყონ.



ცეცხლი, დღის პირველ ნახევარში, მეორე სართულზე მცხოვრების ოჯახში გაჩნდა.

"ლოგინები, ტელევიზორები, ყველა ოჯახში შემოვიდა წყალი. არ გვაქვს ღამის გასათევი, სად წავიდეთ არ ვიცით. მოგვაქციოს მერიამ ყურადღება", – ამბობს ლალი წულაძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას დაზარალებულების დახმარების შესახებ.

საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი  24 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში გაჩნდა.

Print