ახალი ამბები
ქუთაისში მოქალაქე "პარკინგსერვისს" ჯარიმის წინასწარ ამოწერაში ადანაშაულებს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები, შაკო სამხარაძე  შპს "პარკინგსერვისს" ჯარიმების წინასწარ ამოწერაში  ადანაშაულებს.
"ოპელი ასტრას" რეგისტრაცია ნოემბერში გავიარე, ხოლო ჯარიმა სექტემბერ-ოქტომბერში არის ამოწერილი", - ამბობს შაკო სამხარაძე. 

ის ამბობს, რომ  მის საკუთრებაში არსებულ "ოპელ ასტრას რეგისტრაცია 2018 წლის 22 ნოემბერს აქვს გავლილი. თუმცა, მანამდე მის მფლობელობაში სხვა მარკის ავტომანქნა იყო.  

"მაგრამ იმ მანქნაზეც რომ მქონოდა ჯარიმა არ უნდა მოსულიყო იმ  ავტომანქანის სახელზე რომელის ჯარიმის ამოწერის მომენტში ჩემს მსფლობელობაში არც იყო. ჯარიმა სულ 40 ლარს შეადგენს. თანხაზე არაა საუბარი, მაგრამ "პარკინსერვისს" ხშირად მოსდის ასეთი რაღაცეები", –  ამბობს ის. 



"პარკინსგესრვისის" მიერ ამოწერილი ჯარიმა



"პარკინგსერვისში" აცხადებენ, რომ უკამყოფილო მძღოლს მათთან ელოდებიან და ამის შემდეგ გაარკვევენ ჰქონდა თუ არა ცდომილებას ადგილი. 

"იქნებ ჩვენ ვართ დამნაშავე, იქნებ ის. მოვიდეს, შემოგვედავოს, გავცემთ პასუხს და გავარკვევთ", – ამბობს "პარკინგსერვისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მირანდა წივწივაძე.
Print