ახალი ამბები
ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსში ბინა 52 დევნილმა ოჯახმა მიიღო
FaceBook
ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსში ბინა 52 დევნილმა ოჯახმა მიიღო, გასაღებები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადასცა. ამ ეტაპზე ბინები იმ ოჯახებმა მიიღეს რომლებიც ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ.

ქუთაისში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით კიდევ 245 ბინაა შესყიდული, ხოლო 480 ოჯახისათვის 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

2019 წელს 725 ბინა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.

Print