ახალი ამბები
ინტენსიური თოვის გამო დასავლეთ საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვები მოქმედებს დასავლეთ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ გზებზე.
მოძრაობა შეიზღუდა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე. შეზღუდვები, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზასა და ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის მონაკვეთებზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print