ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი 3 დღის პროგნოზი
FaceBook

უახლოესი 3 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროში განმარტავენ, რომ 24 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა და მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 გრადუსამდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება, 26 დეკემბერს, სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონებში კვლავ წვიმას პროგნოზირებენ.  იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიწევს.

 

Print