ახალი ამბები
"წლის ბოლომდე საქართველოს გზებზე 1400 ახალი კამერა ამოქმედდება" – გიორგი გახარია
FaceBook
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ წლის ბოლომდე საქართველოს გზებზე 1400 ვიდეო სათვალთვალო კამერა ამოქმედდება. 2019 წლისთვის კი სათვალთვალო კამერებით გადაფარული იქნება 700 კილომეტრამდე გზა.

"წლის ბოლომდე,  ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის 1400 კამერა და გადაფარული იქნება 350 კილომეტრი საგზაო მონაკვეთის. 2019 წლის ბოლოს კი უკვე საპოლიციო სისტემაში დაახლოებით 5000 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა იქნება და სრულიად გადაფარული იქნება 700 კილომეტრამდე გზა", –განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოსვლის დროს მინისტრმა, ასევე, ისაუბრა, საპატრულო პოლიციის სამხრე კამერებზე. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს არც ერთი პოლიციელი, რომელიც აღჭურვილი არ არის სამხრე კამერით.

გიორგი გახარია 21 დეკემბერს პარლამენტში დეპუტატებმა დაიბარეს.  შინაგან საქმეთა მინისტრმა  ერთწლიანი მუშაობის ანგარიში 
წარადგინა. მინისტრის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართა.





Print