ახალი ამბები
"მგლები უკვე ეზოებში გვივარდება" – წყალტუბოს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრებლები მგელბის შემოსევას უჩივის. ადგილობრივების თქმით,  დაკბენილია რამდენიმე ადამიანი, ცხვრები და ძაღლები.

"მგლები უკვე ჩვენც გვერჩის, ეზოებში გვივარდება.  ძალიან ცუდ დღეში ვართ, რამდენიმე ადამიანი  დაკბინა", – აცხადებენ ადგილბრივები. 

თვითმხილველთა თქმით, მგლები ეზოებში უვარდება ხალხს და ღამით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ. მოსახლეობა დახმარება ითხოვს, გამოიყოს მონადირეები და მისცენ ტყვიები რათა დროულად მოხდეს მგლების მოკვლა.
Print