ახალი ამბები
რომელ წიგნებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში?!
FaceBook
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში წლის მანძილზე ყველაზე მოთხოვნადი წიგნი გოლიცინსკის ინგლისური ენის გრამატიკაა.

საჯარო ბიბლიოთეკიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის ყველაზე პოპულარული წიგნების ხუთეულში შედის, ასევე  სახელმძღვანელო: მ. სიფრაშვილი, ც. ტაბატაძე - იტალიური ენის სახელმძღვანელო

მხატვრული ლიტერატურიდან მკითხვვლთა შორის პოპულარობით სარგებლობს:
ფ. ვარგასი - ლურჯი წრეები, დ. პენაკი - პროზის გამყიდველი გოგონა, ს. მოემი - მოთხრობები,
მ. ტურნიე - გასპარი, მელქიორი და ბალთაზარი, მ. იურსენარი - ადრიანეს მოგონებები, ელიფ შაფაქი, ღირსება. მალალა იუსაფზაი - მე ვარ მალალა

როგორც აღმოჩნდა ქუთაისის ბიბლიოთეკებში აქტიურად კითხულობენ რელიგიურ ლიტერატურას . მათ შორის ე.ნადირაძის მსოფლიო რელიგიებს, ი.ბუმისის - "კანონიკური სამართართალს".გ.კოპლატაის ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას,  მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის მილაშის განმარტებებით და  წმინდა იოანე ოქროპირი.კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსს.

ბიბლიოთეკის მკითხველებში პოპულარულ ლიტერატურას წარმოადგენს ახუაშვილის „ ქართული გვარ-სახელები“.

ასევე სერიები - 100 ადამიანი, რომელთაც შეცვალეს სამყარო და საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა,

Print