ახალი ამბები
"არ იცეკვოთ პოლიტიკური ცეკვები კამერის წინ"– გახარია ოპოზიციას
FaceBook
შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ ის მზად არის მწვავე შეკითხვებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციამ კამერის წინ პოლიტკური ცეკვა არ უნდ იცეკვოს.
"ჩვენ მზად ვართ მწვავე კითხვებისთვის, მაგრამ ამასთანავე მოგვეცით უფლება ჩვენც დაგისვათ მწვავე შეკითხვები და არ იცეკვოთ პოლიტიკური ცეკვები კამერის წინ", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტში მინისტრისთვის  შეკითხვების დასმა გრძელდება. თითქმის ყველა გამომსვლელს კითხვა დათუნა სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე აქვს.

მინისტრის გამოსვლას ესწრება ზაზა სარალიძეც. იგი სხდომათა დარბაზში იმყოფება.

შეკითხვების ამოწურვის შემდეგ, გახარია დეპუტატებს პასუხებს გასცემს.

Print