ახალი ამბები
პარლამენტში გიორგი გახარია მოხსენებით წარსდგა
FaceBook
საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკვე მივიდა. მინისტრმა თავის გამოსვლაში მიმდინარე წელი შეაფასა და უწყებაში განხორცელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
გამოსვლის შემდეგ მინიტრს შეკითხვებს უსვამენ. თითქმის ყველა გამომსვლელს კითხვა დათუნა სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე აქვს.

მინისტრის გამოსვლას ესწრება ზაზა სარალიძეც. იგი სხდომათა დარბაზში იმყოფება.

სარალიძის თქმით, მას მინისტრთან ერთი მთავარი შეკითხვა აქვს და ეს ეხება მისი შვილის მკვლელს, რომელიც ამ დრომდე არ არის დაკავებული.
"სად არის ჩემი შვილის მკვლელი", – ეს იქნება ჩემი მთავარი კითხვა რაც მაქვს", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეკითხვების ამოწურვის შემდეგ, გახარია დეპუტატებს პასუხებს გასცემს.


Print