ახალი ამბები
„სად არის ჩემი შვილის მკვლელი“? – ზაზა სარალიძე პარლამენტში მივიდა (ვიდეო)
FaceBook
"სად არის ჩემი შვილის მკვლელი?" – ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას დაუსვამს. სარალიძე პარლამენტში მინისტრის მოსასმენად რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ მინისტრი მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ახალ ინფრომაციას მიაწოდებს.



გიორგი გახარიას დეპუტატები დღეს პარლმანეტში ნაცვლად 16:00 საათისა, 14:00 საათზე ელოდებიან.

გახარია 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარადგენს. მინისტრი, ასევე, ისაუბრებს 2018 წლის 12 მაისს კლუბებში -"ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეკითხვები ექნებათ დეპუტატებს, მათ შორის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ.

Print