ახალი ამბები
პარლამენტი დღეს გიორგი გახარიას მოუსმენს
FaceBook

პარლამენტი 21 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენს.

როგორც წინასწარაა ცნობილი, გახარია 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარადგენს. მინისტრი, ასევე, ისაუბრებს 2018 წლის 12 მაისს კლუბებში -"ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეკითხვები ექნებათ დეპუტატებს, მათ შორის,  ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ.

ცნობილია, რომ  მინისტრთან შესახვედრად პარლამენტში ზაზა სარალიძეც მივა.




 

Print