ახალი ამბები
ქუთაისის მთავარ ნაძვის ხეს 28 დეკემბერს აანთებენ
FaceBook
ქუთაისის მთვარ ნაძვის ხეს 28 დეკემბერს, საზეიმოდ აანთებენ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და მუსიკალურად გააფორმებს გორის ქალთა კამერული გუნდი.

ნაძვის ხის საზეიმოდ განათების ცერემონიალი 19:00 საათზეა დაგეგმილი.

წელს ქალაქი ისევ ძველი ნაძვის ხით შეხვდება,  თუმცა, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ  მთავარ საახალწლო ატრიბუტს ახალი დეკორაციებით გააწყობენ.  ძველი ნაძვის ხე დაიდგმება მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკშიც.

როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, წელს ერთ–ერთი მთავარი სიახლე ის იქნება, რომ  ქალაქში არსებულ ყველა უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხე დამონტაჟდება.

ქალაქის ქუჩებში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია.  ცენტრალურ ქუჩებში მერიამ შარშან შეძენილი განათებები და აქსესუარები დაამონტაჟა.

წელს საახალწლო სამზადისისთვის მერია 100 000 ლარს დახარჯავს.


ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)
Print