ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეებს საპროტესტო აქციის შემდეგ ხელფასი ჩაერიცხათ
FaceBook
ტყიბულის შახტის თანამშრომლებს, რომლებიც ნოემბრის თვის ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავდნენ, კომპანიამ თანხა ჩაურიცხა.
მეშახტეებმა ანაზღაურების დროულად მიღების მოთხოვნით აქცია საწარმოსთან გამართეს. ნაწილი კი, რომლებიც შახტში დილით ჩავიდნენ, პროტესტის ნიშნად აღარ ამოდიოდნენ.

ისინი ამბობდნენ, რომ ხელფასის დაგვიანების გამო საბანკო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ და კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან.

აქციიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ მეშახტეებს ხელფასი ჩაერიცხა.


Print